უნივერსიტეტ გეომედის ოქროს მედალი საქართველოს უნივერსიადაზე!

2017 წლის 29 ივნისს, სამბოს ცენტრალურ დარბაზში ჩატარდა საქართველოს „უნივერსიადა 2017“ სამბოში, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა იმედა გოგოლაძემ. საქართველოს „უნივერსიადა 2017“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

უნივერსიტეტ გეომედის პირველი მედალი 2017 წლის უნივერსიადაზე

2017 წლის 28 ივნისს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში, უნივერსიადაზე გაიმართა ჩემპიონატი სროლაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტ გეომედის სტუდენტებმა. ვაჟებს შორის ფიზიკური მედიცინისა და რებილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა დავით ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.