2016-2017 ს/წ გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

I. შიდა მობილობის ვადები: ა) დოკუმენტების მიღება – 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით; ბ) კრედიტების აღიარება – 20 თებერვალი; გ) სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 21 თებერვალი. II. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით); გ) პირადობის მოწმობის ასლი.