სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში

2019 წლის 27 დეკემბერს ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ნეირომეცნიერებაში, რომელიც გაიმართა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. უნივერსიტეტ გეომედის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ირაკლი გოგიაშვილმა მიიღო კონფერენციაში მონაწილეობა და დაიმსახურა მეორე ადგილი. მას გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო. …

სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია

2019 წლის 18 დეკემბერს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2019 წლის 19 დეკემბერს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები და მოხსენებები მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს აქტუალურ საკითხებზე. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, კომისიამ …

II საერთაშორისო სიმპოზიუმი “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2019 წლის 15 ნოემბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა უნივერსიტეტ გეომედის II საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: “დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე”. სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტ გეომედის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბატონი ზვიად გაბისონია და ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი გიორგი ხუბუა. სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდნენ ბერლინის შტაინბაის უნივერსიტეტის, …

სამუშაო ვიზიტი ინდოეთში

სამუშაო ვიზიტი ინდოეთში

2019 წლის 1-10 ნოემბერს, უნივერსიტეტ გეომედის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ესტუმრა. შეხვედრები გაიმართა პარტნიორი უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან, პროფესორებთან და სტუდენტებთან. ვიზიტმა საქმიან და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. უნივერსიტეტ გეომედის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო კამპუსები, ესტუმრნენ რამოდენიმე საავადმყოფოს და განიხილეს მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები. სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა ნინო ჭიჭივეიშვილმა, სტუდენტებს გვამზე ჩაუტარა სასწავლო პრაქტიკული მეცადინეობა ადამიანის ნორმალურ …