პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის ახალი შრომა

მსოფლიო ბიბლიოგრაფიულ ბაზებში ინდექსირებულმა ჟურნალმა “Internet Journal PRO-Economics” გამოსცა უნივერსიტეტ გეომედის პროფესორის რევაზ ლორთქიფანიძის შრომა ,,Some Misconceptions about Perfect Competition in Economic Theory and Urgent Recommendations for Practice“ (Некоторые ошибочные представления о совершенной конкуренции в экономической теории и неотложные рекомендации для практики). http://www.proeconomics.ru/catalog/2018/4/lordkipanidze.pdf

სტუდენტების ვიზიტი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში

სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები ადაპტური სპორტის კურსის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს. სტუდენტებმა დაათვალიერეს ცენტრი,სადაც პარასპორტსმენები ვარჯიშობენ და რეაბილიტაციას გადიან, დაესწრნენ პარა მოფარიკავეებისა და პარამშვილდოსნობის ვარჯიშებს, მონაწილეობა მიიღეს ვარჯიშების შეფასებაში. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა სტუდენტებს სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში პარასპორტის განვითარების ისტორიისა და ქართველი …

საექიმო სპეციალობის მაძიებელთა პრეზენტაციები

ა.წ. 2 მაისს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში თერაპიულ სტომატოლოგიაში სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების ფარგლებში, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა – გვანცა კვარაცხელიასა და ლანა აბრუმიას მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები თემაზე: 1. ექიმთა მიერ დაშვებული შეცდომები და გართულებები კბილის კარიესის მკურნალობის დროს. 2. თავისუფალი დიზაინის საკითხი კბილთა დეფექტების რესტავრაციის დროს.